გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სენაკში მარგანეცის საბადო აღმოაჩინეს, რომელიც ხარისხით ჭიათურისას ჯობია

23-01-2018

საქართველოში, გარდა ჭიათურისა, მარგანეცის საბადო სენაკის რაიონშიც აღმოუჩენიათ, ხოლო რა ბედი ეწია შემდგომ ამ საბადოს ან რატომ არ განხორციელდა იქედან წიაღისეულის რეწვა, ამის შესახებ ინფორმაცია უცნობია.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი nsp.ge გთავაზობთ 1907 წელს, გაზეთ „ისარში“ გამოქვეყნებულ ცნობას, რომელიც მოსახლეობას, სენაკში მანგანუმის მადნის აღმოჩენის შესახებ აუწყებდა:
„შავი ქვის მადნის აღმოჩენა. როგორც გაზ. „კავკაზი“ იუწყება, სენაკის მაზრის სოფ. ნახინოუში (ხონის ახლო) თავ. ფაღავების და გლეხების მამულში აღმოუჩენიათ შავი ქვის მადანი. მუშაობას უკვე შესდგომიან. ეს ქვა ჭიათურის შავ ქვას სჯობია თურმე“-წერს გაზეთი „ისარი“. (სტილი დაცულია)

nsp.ge