გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გორში დეპუტატს მანდატის დატოვებას სთხოვენ

15-11-2019

გორის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან, სადაც აქციის მონაწილეები შენობაში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის ბიუროში შეღწევას ცდილობენ, შენობის შესასვლელში მყოფ პოლიციელებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა.

პოლიციელები აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ და განუმარტავენ, რომ „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის თანახმად, მათ არ აქვთ უფლება ტრანსფარანტებით და მანიფესტაციისთვის საჭირო სხვა ატრიბუტიკით ადმინისტრაციულ შენობაში შევიდნენ და აქცია გამართონ. თუმცა, აქციის მონაწილეები დამორჩილებას არ აპირებენ და სამართალდამცავებს ულტიმატუმის სახით მორიგ ვადას აძლევენ.

 

აქციის მონაწილეებმა იოსებ მაკრახიძის საპარლამენტო მანდატის დატოვებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

"ალია"