გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

“თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს“ – გორში დაკავებული ექიმის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

18-11-2019

“თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს“ ამ მოწოდებით ,,გორმედის“ ქსელის კლინიკების – გორის საუნივერსიტეტო კლინიკის, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“, ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს და ხაშურის კლინიკური საავადმყოფოს მედპერსონალი „თეთრი ხალათების“ აქციას შეურთდა. მედიკოსებმა სამედიცინო დაწესებულებების წინ 5 წუთის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან ცნობილი ექიმის, უკანონოდ დაკავების გამო პროტესტი გამოხატეს.
„დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი, ესაა სრულიად საქართველოს მედიკოსთა მოთხოვნა. ვაჟა გაფრინდაშვილის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თავისი პროფეესიული საქმიანობის დროს დააკავეს. ის ამ დრომდე არ აღიარებს ე წ საზღვარ , ეს ყოველივე გმირობის ტოლფასია. ჩვენ არ გავჩერდებით,  პროტესტის სხვადასხვა ფორმას მივმართავთ, სანამ არ მოხდება ჩვენი კოლეგის გათავისუფლება“,-განაცხადა კლინიკა გორმედის ტრავმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა, დავით ღვინიაშვილმა.

ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს. ექიმი ახალგორში დაშავებული ავადმყოფისთვის დახმარების გასაწევად მიდიოდა.
ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

"კვირა"