გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

სვანეთში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

18-11-2019

მესტიაში, ეცერისა და ცხუმერის ტყეებში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება.

ორივე სოფლის გამგებლის ინფორმაციით, ხანძარი ტყეებში წუხელ, სავარაიდოდ, გვიან ღამით გაჩნდა.

როგორც ცხუმარის გამგებელმა თამაზ სუბელიანმა "კურიერს"უთხრა, დაახლოებით, სამ ჰექტარზე დამწვარი ან დაზიანებულია ხეები. რაც შეეხება ეცერს, ხანძრის შედეგად ამ დროისთვის, თითქმის, ერთი ჰექტარია დამწვარი. 

გამგებლები ამბობენ, რომ ორივე ადგილას ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს, რაშიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაცაა ჩართული.

ამავე ცნობით, ცეცხლის დასახლებილ ადგილებში გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

რუსთავი2