გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სოფელ ეცერის ტყეში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან

18-11-2019

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, მეხანძრე-მაშველებიხანძრის ლიკვიდირებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ .

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, დაკვამლიანება და ხანძარი გამთენიის 4 საათზე შეამჩნიეს, რის შემდეგაც სამაშველო სამსახურში დარეკეს.

მათივე თქმით, სამაშველო სამსახურმა აღნიშნულ ზარზე დროული რეაგირება არ მოახდინა, რამაც ხანძრის არეალის გაფართოება გამოიწვია.

ხანძრის ლიკვიდაციას 45-მდე მეხანძრე-მაშველი ამ დრომდე ცდილობს. ეცერის მოსახლეობა, არ გამორიცხავს რომ დამატებითი ძალების დახმარება გახდეს საჭირო, რათა სტიქია დასახლებულ პუნქტამდე არ გავრცელდეს.

"კვირა"