19-11-2019
ლანჩხუთში ორი ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის რებილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოები დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ და მერის პირველმა მოადგილემ, ბიძინა იმნაიშვილმა მოინახულეს.
სამუშაოების ვადა სამშენებლო ორგანიზაციებს დეკემბრის შუა რიცხვებამდე აქვთ.
შეგახსენებთ, რომ ჟორდანიას სახელობის სტადიონის რეაბილიტაციას ატარებს შპს "საგზაო 333", ღირებულება კი 147 483 ლარს შეადგენს. ხოლო დუნდუას სახელობის მინი სტადიონს რეაბილიტაციას უტარებს შპს "ჯორჯიან კომპანი". სამუშოების ღირებულება 102 130 ლარია.