გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ოკუპირებულ ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავჯდომარეების შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლებასთან დასრულდა

19-11-2019

ოკუპირებულ ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავჯდომარეების შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკება სეპარატისრების მიერ დაკავებული ქართველი ექიმის – ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე მიმდინარეობდა.
ჟენევის დისკუსიის თანადავჯდომარეებმა ერგნეთის ბლოკსაგუშაგო მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვეს.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

"კვირა"