20-11-2019
მარტვილში, სალხინოს ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 20-მდე მეხანძრე-მაშველთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა და მერიის თანამშრომლები დილიდან მუშაობდნენ.
ამ დროისთვის დაკვამლიანება ისევ შეინიშნება, თუმცა ცეცხლის ღია კერები აღარ არსებობს. მაშველები ამბობენ, რომ ვითარების კონტროლისთვის სალხინოს ტყეში სამუშაოებს ხვალიდან განაახლებენ.
რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, ადგილობრივები სავარაუდო დაუდევრობას ასახელებენ. ხანძარი სალხინოს ტყეში გუშინ, გამთენიისას გაჩნდა.