გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საქართველოდან უკვე 1658 ტონა მანდარინია ექსპორტირებული

21-11-2019

მიმდინარე წლის 20 ნოემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 1,658 ტონა შეადგინა. წლევანდელი მოსავალი კარგი ხარისხით გამოირჩევა, რაც ექსპორტისა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის შესაძლებლობას ზრდის.

ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთი (905.7 ტ), სომხეთი (467.7 ტ), უკრაინა (221.9 ტ), ლატვია (40.6 ტ) და აზერბაიჯანი (22.0 ტ).

ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გახსნა.

საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, ფუნქციონირებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზიც (1501).

„ნარინჯისფერი რთველი მალე აქტიურ ფაზაში შევა. პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევს კოორდინაციას. მოსავლის დაბინავებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წელს მაღალი ხარისხის მოსავალს ველოდებით. შესაბამისად, ფერმერები პროდუქციის რეალიზაციას მაღალ ფასში შეძლებენ. ვფიქრობთ, ფერმერებისთვის წარმატებული წელი იქნება. მოსავლის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, არასტანდარტული მანდარინი იქნება უფრო ცოტა, თუმცა გადამმუშავებელი საწარმოები მზად არინ პროდუქციის მისაღებად. რაც შეხება საექსპორტო ბაზრებს, ტრადიციული ბაზრებია რუსეთი და უკრაინა. მნიშვნელოვანია, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გაჩნდა ინტერესი ბელორუსის მხრიდან. იმედი მაქვს, დალაგდება ლოგისტიკური საკითხები და ქართული მანდარინი ბელარუსის ბაზარზეც დაიკავებს თავის ადგილს. ჩვენი პროდუქცია კონკურენტუნარიანია. შეფუთვა, სწორად მიწოდება - ამ მოთხოვნებს უკვე ვაკმაყოფილებთ. დღეს ქართული მანდარინი თანამედროვე, დადგენილი სტანდარტით არის ბაზაზე წარმოდგენილი. შარშან გვქონდა საცდელი პარტიების წარმატებული ექსპორტი პოლონეთში, სპარსეთის ყურისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ექსპორტის ეს მიმართულებები ვერ ჩაანაცვლებს არსებულ ბაზრებს, თუმცა, სამომავლოდ იქნება მზარდი და დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.