გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ხულოში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ფინანსურად დაეხმარებიან

22-11-2019

ხულოში, სოფელ მეხალაშვილებში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი ფინანსური დახმარება გაეწევათ.

ამის შესახებ, აჭარის ა. რ მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

მისივე თქმით, ოჯახები უსაფრთხო ადგილზე უკვე გადაიყვანეს.

“დღესვე მოხდა ოჯახების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა და ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან ქირითაც. დაზარალებულ ოჯახებს გაეწევათ, პროგრამით გათვალისწინებული, შესაბამისი ფინანსური დახმარება“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ერთ-ერთი დაზარალებულის, თემურ მიქელაძის თქმით, რომ არა ხელისუფლების დახმარება, ოჯახებს გაცილებით დიდი ზარალი მიადგებოდა.

“წუხელ სამ საათზე გაჩნდა ცეცხლი. ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ხულოს მერი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. რომ არა მათი დახმარება, გაცილებით დიდი ზარალი მოგვადგებოდა, ცეცხლი მოედებოდა სხვა სახლებსაც. თორნიკე რიჟვაძე უშუალოდ ჩართული იყო ამ პროცესში. გაგვიწიეს დახმარება, ამჟამად გაყვანილები ვართ ქირით. ზარალის დათვლის შემდეგ საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას და ფინანსურ მხარდაჭერას დაგვპირდნენ “ – ამბობს თემურ მიქელაძე.

წუხელ, გვიან ღამით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეხალაშვილებში ხანძრის შედეგად 7 სახლი და 5 დამხმარე ნაგებობა დაიწვა. საერთო ჯამში დაზარალდა 7 ოჯახი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის ა. რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის ადგილზე მუშაობდა ხულოს, შუახევისა და ქედის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის განადგურებას ან განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

|"კვირა"