გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ენმ-ს წარმომადგენელებს ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ოფისთან ცოცხები დაახვედრეს

22-11-2019

ხობში, “ქართული ოცნების“ შტაბთან ხმაური იყო.

“ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ია ჯიშკარიანი რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად, “ქართული ოცნების“ ხობის შტაბში მივიდა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ბიუროა განთავსებული.

აქციის მონაწილეებმა ოფისის კარზე ბოქლომის დადება ვერ შეძლეს, რადგან  ბერაიას მხარდამჭერებმა ადგილზე ორი ცოცხი დაახვედრეს.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები. ამ დროისათვის აქცია დასრულებულია.

"კვირა"