22-11-2019
აფხაზეთის ავტონომიური რესლუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ქალაქ ქობულეთსა და დაბა ჩაქვში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე დევნილებმა ინფარასტრუქტურულ, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს და მათ მოსაგვარებლად დახმარება ითხოვეს.
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებსა და გეგმებზე რომლებიც დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრებში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.