გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თეა წულუკიანი დაბოქლომებაზე: ას არასერიოზული ქმედებაა

22-11-2019

ქვეყნის მასშტაბით დღეს გამართულ „ბოქლომების აქციებს“ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ეხმაურება და აცხადებს, რომ პროტესტის მსგავსი ფორმა არასერიოზულია.

იუსტიციის მინისტრის თქმითვე, კოჰაბიტაცია უნდა დასრულდეს.

,,ეს არის ჩვეულებრივი, არასერიოზული პროცესი, რადგან, როგორც ირკვევა, მათ მეტი არაფერი დარჩენიათ, გარდა ამ სახალისო საპროტესტო აქციისა. ერთს ვისურვებდი, რომ მატროსოვის ციხე არ დააბოქლომონ და დანარჩენს ავიტანთ’’ - აცხადებს თეა წულუკიანი.

ბოქლომების აქცია მეორე დღეა გრძელდება. ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები მთელი დღის განამვლობაში ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების შენობებსა და მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებს ადებდნენ ბოქლომებს.

საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩასატარებლად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილება.