გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გორის მერიამ 91 000 ლარის დახარჯვის მიუხედავად საბავშვო ბაღი ვერ ააშენა

23-11-2019

სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გორის მერიამ 91 000 ლარი დახარჯა, მაგრამ 2 წლის განმავლობაში საბავშვო ბაღი მაინც ვერ ააშენა.

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში, შესრულებასა და კონტროლში არსებული სისუსტეების შედეგად, ორ შემთხვევაში შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები უხარისხო და დაუსრულებელია.

საუბარია სადგურის დასახლების საბავშვო ბაღზე, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია უხარისხოდ და გრაფიკის დარღვევით აშენებდა.

კომპანიას სამუშაოების დასრულების ვადა ორჯერ, ჯამში 102 დღით გადაეწია, თუმცა მაინც ვერ შეძლო სამუშაოების დასრულება.

“მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირები საბავშვო ბაღის მშენებლობის შესყიდვის პროცესში, სავარაუდოდ, არ მოქმედებდნენ მუნიციპალიტეტის ინტერესების სასარგებლოდ. შედეგად, მუნიციპალიტეტმა 2 წლის განმავლობაში ვერ უზრუნველყო დაგეგმილი პროექტის განხორციელება და მოსახლეობა ვერ სარგებლობს შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ხოლო თანხა – 91.0 ათასი ლარი, დახარჯულია არაეფექტიანად”, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი ანგარიშში.

newposts