23-11-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ადმინისტრაციული შენობა დაიწვა, სადაც სოფლის კლუბი, ამბულატორია და მერის წარმომადგენლის ოფისი იყო განთავსებული.
ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, რომ ამ ეტაპზე ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა სრულად ჩამქრალი არ არის.
“ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, დაახლოებით 3-4 საათის წინ მოხდა ხანძარი, ძალიან მალე ჩაიფერფლა შენობა, ხანძრის ლიკვიდირება ვერ შევძელით, თუმცა გარშემო შენობების დაცვა მოვახერხეთ, რომ არ გადასდებოდა ცეცხლი. გარშემო ბაღია და სოფლისთვის მნიშვნელოვანი შენობები”, – თქვა ირაკლი კუჭავამ.
ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.