გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ხანძარი ბორჯომში – რესტორან „რჩეულში” ცეცხლი საბუხრე მილს გაუჩნდა

23-11-2019

ბორჯომში რესტორანი “რჩეული” იწვის. ადგილობრივების თქმით, ხანძარი შენობის სახურავს უკიდია.

როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძროს 4 ბრიგადა მობილიზებულია.

“ადგილზე სახანძრო სამსახურის 4 ბრიგადა მუშაობდა. საკმაოდ ძლიერი დაკვამლიანება შეიმჩნეოდა. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი ცეცხლი რესტორნის სახურავზე, საბუხრე მილის გარშემო გაჩნდა”,- თქვეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გაჩენის მიზეზები ამ დრომდე უცნობია.

"კვირა"