25-11-2019
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ზუგდიდის რეაბილიტირებული ბოტანიკური ბაღი პირველ სტუმრებს მალე მიიღებს. მანამდე კი გთავაზობთ რადიო "ათინათის" მიერ მოპოვებულ კერძო არქივებში დაცულ ფოტოებს.
"კულტურისა და დასვენების პარკი" - ფოტო გადაღებულია, სავარაუდოდ, გასული საუკუნის 50-იან წლებში (თენგიზ შანავას არქივიდან)
ფოტო გადაღებულია გასული საუკუნის 70 -იან წლებში. მასზე აღბეჭდილები არიან ქალაქ ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საშუალო სკოლის მოსწავლეები (ლავრენტი (თემურ კემულარიას) არქივიდან)
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, 1960 წელი. ერნა თოდუა, კომპოზიტორი, ანსამბლ ,,მზიურის" შექმნის ერთერთი ინიციატორი, ლავრენტი (თემურ) კემულარია, თამრიკო თოდუა, პავლიკა ქვარცხავა
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, 1949 წელი (ლავრენტი (თემურ კემულარიას) არქივიდან)
ჭადრების ხეივანი, თარიღი უცნობია (თენგო შანავას არქივიდან)
რადიო "ათინათი"