გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: საზოგადოების ერთმა ჯგუფმა შექმნა მოლოდინი, თითქოს მთელი საქართველო ითხოვს პროპორციულ სისტემას

25-11-2019

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ დღევანდელ პოლიტიკურ ველზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყნისთვის დიდი ხიფათის შემცველია.


დეპუტატის თქმითვე, კომპრომისი გაცემული იყო 2024 წლისთვის, მხარი დაუჭირა რა პარლამენტმა კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს რადგან ამ პერიოდში თვითმმართველობა მოძლიერდებოდა და დამატებითი რგოლი - მაჟორიტარი არ გახდებოდა საჭირო.


დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ გუნდთან უთანხმოები ჰქონდა.


„გუნდის წევრების პოზიცია იყო, რომ ჩვენ თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ქუჩა დამშვიდდებოდა, იქნებოდა პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი, დამშვიდდებოდნენ პოლიტიკური პარტიები, ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი, ქუჩა, აურზაური აღარ იქნებოდა, თუმცა რა მივიღეთ შემდეგ? მივიღეთ ის, რომ ეს ყველაფერი უფრო მაღალ ხარისხში განმეორდა და, საბოლოოდ, საპატრიარქოს მიადგნენ. ამ არაკონსტრუქციულ ოპოზიციასთან, უფრო მეტად კი დესტრუქციულთან შეთანხმება შეუძლებელია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას და საკუთარი გუნდის წევრებს მოუწოდებს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ, რადგან არ შეიძლება ოპოზიციის წევრებმა მუდმივად დაპირებაზე ისაუბრონ, ნებისმიერი დაპირების უკან წაღება შეიძლება, თუ კი ადამიანს ქვეყნის ბედი ადარდებს.
„დავპირდი და შევპირდით არაა პასუხი? ეს ქვეყანა არ არის საცდელი ობიექტი და თუ რეალურად რისკები არსებობს, თუნდაც დავპირდე, აუცილებლად წავიღებ უკან, თუ კი მე ჩემი ქვეყნის მომავალი მაინტერესებს და არა სავარძელი, ანდა სად ვიქნები - პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ. პასუხისმგებლობა ყველას უნდა ჰქონდეს და არა ის დავპირდი-თუ არ დავპირდი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მხარდამჭერები ყველა დადებით მოვლენას ნეგატიურად წარმოაჩენენ.


„ყველაფერი სიკეთე, შენებაც კი ნგრევად აქვთ გამოცხადებული, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასაც კი დაესხნენ, როცა მათ ჰქონდათ საყოველთაო საპატიმრო პროგრამა, თურმე ის სჯობდა მაინც ამას, არ შეიძლება შავი თეთრად წარმოაჩინო, ან კიდევ როცა თეთრია ის გააშავო, რეალობას არ უნდა გავცდეთ, აი ეს რეალობა მაშინებს - ოპოზიციური სპექტრი, ეს პარტიული სპექტრი მაშინებს, არ შეიძლება, ეს ქვეყანა არ არის საცდელი ობიექტი“-აცხადებს დეპუტატი.


მისივე თქმით, ყველგან, სადაც იყო საკონსტიტუციო განხილვები, მათ შორის მცხეთაშიც, ბევრმა დააყენა საკითხი მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე, თუმცა პრესამ ეს განხილვები მიკერძოებულად გააშუქა.


„ჩემი გეგმა სწორედ ეს არის - ვკითხოთ ამომრჩეველს, გავიდეთ ხალხში. რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის წინ შეკრებილია მხოლოდ ერთი ჯგუფი საზოგადოებისა, ერთი ჯგუფი არასამთავრობო სექტორისა და შექმნეს მოლოდინი, თითქოს ეს იყო მთელი საქართველო, თითქოს მთელი საქართველო ითხოვდეს პროპორციულ სისტემას - გადით რეგიონებში და იკითხეთ. რატომ ეშინიათ პლებისციტის ჩატარების? ჰკითხეთ ხალხს, ხალხი უნდა იყოს ხელისუფლების წყარო და არა სამალავად ქცეული პარტიები, რომლებსაც რეიტინგი არა აქვთ, 12 პარტიას ერთად აღებულს 1% აქვთ. გამოვიდნენ, ღიად დაენახონ საზოგადოებას, თუ საზოგადოება არ მიიღებს, სამალავებით პარლამენტში ვერ შევლენ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.