გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: ბოქლომების პერიოდი დამთავრებულია და სირბილს ურჩევნიათ ამომრჩეველთან იმუშაონ

25-11-2019

პარლამენტის წევრის, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იყოს მიღებული, დესტრუქციულ გეგმას ვერ და არ შორდება.

დეპუტატის სეფასებით, პროპორციული სისტემა მათ ნოყიერ ნიადაგს აძლევდა, რომ შემდეგში, 2020-სთვის კოალიციური მთავრობა რაც შეიძლება სწრაფად ჩამოშლილიყო, ან არალეგიტიმურად გამოეცხადებინათ არჩევნები.

„რა თქმა უნდა, ისინი ამ გეგმიდან ვერ გადადიან და არც გადადიან იმიტომ, რომ მათ სხვა პერსპექტივა პარლამენტში არჩევნებით, კონსტრუქციული გზით, შეთანხმებით, კანონმდებლობის დაცვით შემოვიდნენ. ვერ შემოვლენ იმიტომ, რომ საზოგადოებისათვის ისინი კარგად ამოცნობადი არიან. ამიტომ ეძებენ სამალავს ამა თუ იმ პარტიით და სისტემას, რომელიც მიცემს საშუალებას, რომ რამენაირად შემოაღწიონ შიგნით და ისევ გააგრძელონ დესტრუქციული ქმედება. მათი წარსული მთლიანად დესტრუქციული იყო - ფასადური მშენებლობა და იმის უკან ციხეები, დაჭერები დახვრეტები და ა. შ.“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

მისი თქმით, შერეული საარჩევნო სისტემა არ არის ერთმნიშვნელოვნად გარანტია ხელისუფლებისთვის, ანუ თუ ისინი (ოპოზიცია) შეეცდებიან, რომ ამომრჩევლის მხარდაჭერა დაიმსახურონ, მათ, ნებისმიერ პარტიას შეუძლია მოვიდეს ხელისუფლებაში და ამის მაგალითი იყო სწორედ 2012 წლის არჩევნები, მაგრამ როცა არა აქვთ ამომრჩევლის იმედი, ამიტომ ბოქლომებით დარბიან.

„ბოქლომები და ჯაჭვები უკვე 2012 წელს მოიცილა საქართველოს საზოგადოებამ და ამაში არც თავს გაყოფს და არც ხელებს, ბოქლომების პერიოდი დამთავრებულია, ამომრჩეველთან იმუშაონ ახლა სირბილს“, - განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა.