გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ცაგერში სოფელ ჩხუტელთან ტყეში ხანძარია

26-11-2019

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩხუტელისა და ორბელის მოსაზღვრე ტყეში ხანძარია. ცეცხლი გამხმარ ბალახსა და ბუჩქნარს უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ ადგილზე 5 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მეტეოროლოგიური პირობებისა და რთული რელიეფის გამო ტექნიკა ადგილზე ვერ მიდის. მეხანძრე- მაშველებმა საკუთარი ძალებით ცეცხლის ლოკალიზება მოახერხეს, თუმცა ქრობის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების სასიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს.

kvira