გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თუშეთის ექიმი: ცხენს ორი კვირაა ვეღარ ვიყენებ, ფეხით დავდივარ პაციენტებთან

26-11-2019

თუშეთისკენ მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზა დაახლოებით ერთი თვის წინ ჩაიკეტა. გარესამყაროსთან მოწყვეტილ სოფლებთან ადგილობრივ მოსახლეობას ვერტმფრენი აკავშირებს, რომელიც პერიოდულად ასრულებს უფასო რეისებს. ამ ეტაპზე თუშეთის სოფლებში 17 მუდმივი მოსახლეა დარჩენილი.

თუშეთის ექიმი, ირაკლი ხვედაგურიძე “აიპრესთან” საუბარში აცხადებს, რომ დიდთოვლობის გამო ცხენს გადაადგილება უჭირს, რის გამოც პაციენტებს სოფლიდან სოფელში ფეხით აკითხავს. ექიმის თქმით, მედიკამენტების რაოდენობა საკმარისი აქვს.

“მზადყოფნაში ვარ ყველა სიტუაციისთვის, დაწყებული შეშით, დამთავრებული მედიკამენტებით. ჯერჯერობით მაქვს საკმარისი მედიკამენტები, დეკემბრის ბოლოსკენ ჩავალ ბარში და კიდევ მოვიმარაგებ. უკვე ორი კვირაა ცხენი დაბინავებული მყავს შენაქოში, თოვლი ნახევარ მეტრს ასცდა და ვეღარ დამყავს, ფეხით დავდივარ პაციენტებთან. მუდმივად მაცხოვრებელი დაახლოებით 17 ადამიანია დარჩენილი, მაქსიმუმ 20-მდე. ეს ზამთარი ცოტა უცნაური გვაქვს, თბილა შედარებით და სადაც მზეა, იქ მალე ადნა თოვლი, მხოლოდ ჩრდილწბშია დარჩენილი, თუმცა ზამთარი უკვალოდ არ ჩაივლის”, – განუცხადა “აიპრეს” ხვედაგირიძემ.

ცნობისათვის, თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა ყოველწლიურად ოქტომბრის ბოლოდან მაისამდე იკეტება.

ipress