« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |
26-11-2019
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალებთან დაკიდული ხიდი დაზიანდა. ამის შესახებ მერიას ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აცნობეს.
კერძოდ, მდინარე მტკვარზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდს სავალ ნაწილზე ლითონის დამჭერები გაუწყდა:
,,დაწყდა ხიდის სავალი ნაწილის ლითონის დამჭერები (სტრემიონკები), რამაც გამოიწვია სავალი ნაწილის საგრძნობლად ვარდნა- დეფორმაცია და საყრდენი ბურჯის წამწისქვედა კონსტრუქციის დაზიანება. შესაძლებელია ხიდის დროულად არ შეკეთებამ გამოიწვიოს სავალი ნაწილის დარჩენილი დამჭერების დაწყვეტა, რაც
ასევე გამოიწვევს ხიდის მოშლას და სავალი ნაწილის ვარდნას, შესაბამისად 5 სოფელი მოწყდება ადმინისტრაციულ ცენტრს და შეიზღუდება სასწრაფო გადაუდებელი დახმარების გაწევა.“ - აღნიშნავს მერიის ეკონომიკური სამსახურის წარმომადგენელი სერგო ლალიაშვილი.
მისი ინფორმაციით, ხიდს რეაბილიტაცია 2017 წელს ჩაუტარდა, თუმცა სხვა მონაკვეთზე.
აღნიშნული ხიდით სარგებლობს შემდეგი სოფლები: ღვრიაწყალი, ხალები, ღუდა, ნარუჯები და ღანძილები. სერგო ლალიაშვილის ცნობით, სარეაბილიტიო თანხა სარეზერვო ფონდიდან უკვე გამოიყო.