გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი მეზურნიშვილი: კასპის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, რომ საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს პარლამენტში

26-11-2019

„მე მესმის რომ არის სერიოზული პოლემიკა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, პროპორციული, მაჟორიტარული, შერეული, თვითონ უმრავლესობაშიც გაიყო ხმები, მაგრამ რასაც ვხედავთ თვითონ დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან მოდის ძალიან დიდი აგრესია მაჟორიტარულ სისტემაზე და მაჟორიტარების დისკრედიტაციის მცდელობაა"-ამის შესახებ ირაკლი მეზურნიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"მინდა კასპის მაგალითზე გითხრათ და შეგახსენოთ, რა ინიციატივები განახორციელა მაჟორიტარმა ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩვენ გავხსენით კასპის ცენტრალური სტადიონი, რომელსაც ათეულობით წლები ელოდებოდა თითოეული კასპელი, ასეულობით ბავშვი ჩართული იქნება სპორტულ და ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში.

ასევე 200 სტუდენტზე შენდება პროფესიული სასწავლებელი, რომელიც მარტში დასრულდება, ჩვენ გვჭირდება ვიწრო სპეციალობები, რომ გადამზადებული მოქალაქეები სწრაფად დავასაქმოთ, ესეც იყო მაჟორიტარის ინიციატივა.

კასპის მაჟორიტარულ ბიუროში მოეწყო ცენტრი და გადამზადდა 70 ახალგაზრდა ინფორმაციულ ტექნოლოგიებში და ისინი დღეს ელოდებიან ტექნოპარკის გახსნას კასპში, ეს იქნება ინოვაციური, საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც მოემსახურება არა მხოლოდ კასპელებს, არამედ მთელ შიდა ქართლს.

ჩემი, როგორც კასპის მაჟორიტარის მიერ მიმდინარეობს მოლაპარაკება რომ ოთხი საერთაშორისო სტანდარტების ჩოგბურთის კორტი აშენდეს კასპის რაიონში, რომელსაც მოყვება სასტუმროების მშენებლობა , ჩატარდება საერთაშორისო ტურნირები, ეს ხელს შეუწყობს ტურისტების განვითარებას, შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი“-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ასევე ყურადღება გაამახვილა კასპის რაიონში სხვადასხვა მიმდინარე პროექტებზე რკონის ხეობის განვითარებაზე, თეძამის წყალსაცავის მნიშვნელობაზე სადაც 300 სამუშაო ადგილი შეიქმნება და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ხორცილდება ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით.

„მაგრამ რომ არა მაჟორიტარული ბიურო, ეს ინიციატივები არცერთი კასპში არ განხორციელდებოდა, ეს თითოეულმა კასპელმა ძალიან კარგად იცის მობრძანდით და თქვენი თვალით ნახავთ რომ აბსოლუტურ უმრავლესობას კასპში სურს რომ ყავდეთ თავიანთი წარმომადგენელი პარლამენტში, რომელიც დაიცავს მათ ინტერესებს, პარლამენტი არის წარმომადგენლობითი ორგანო და აუცილებელია რომ რეგიონებს ყავდეთ თავიანთი წარმომადგენელი პარლამენტში“- აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.