გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

უახლესი დეტალები – ერთმანეთის მიერ მოკლული პოლიციელები ახლო მეგობრები იყვნენ და საღამოს ერთად ქეიფობდნენ

27-11-2019

ადგილობრივები ცაგერში მომხდარი საზარელი ფაქტს ახნას ვერ უძებნიან. აღნიშნავენ, რომ გარდაცვლილებს, ერთმანეთთან კონფლიქტი აქამდე არ ჰქონიათ.

როგორც ადგილორბივებმა “გურია ტვ”_ს უთხრეს, პოლიციელები, რომლებიც წლებია მეგობრობდნენ ახლობელთან საქეიფოდ იყვნენ მისულები. იქიდან წამოსულები გზაში შეკამათდნენ. კონფლიქტის განმუხტვას მათივე მეგობარი შეეცადა, რომელიც იმავე სუფრაზე იყო, თუმცა გაშველების დროს იარაღი, რომლითაც პოლიციელები ერთამენთს ემუქრებოდნენ გავარდა და მას ბარძაყში მოხვდა. ამ გასროლას სხვა გასროლა მოჰყვა და ერთმანეთი დახოცეს, – აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ორივე მამაკაცი შს სამინისტროს თანამშრომელი იყო. ერთ-ერთი მათგანი დეპუტატ კარლო კოპალიანის ძმის შვილის მეუღლე – რომეო მანდარიაა.

cyc.ge