27-11-2019
ოჯახი, რომელიც სოფლის ცენტრს საფეხმავლო ბილიკით უკავშირდებოდა მალე ახალი საავტომობილი გზით ისარგებლებს. სოფელ საციხურის მკვიდრს, ლევან შავაძეს სახლში მისასვლელი საავტომობილო გზა დღემდე არასდროს ჰქონია. ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ოჯახი საჭირო მარაგს წლების განმავლობაში, საფეხმავლო ბილიკით, სოფლის ცენტრალური გზიდან ხელით ეზიდებოდა.
ხულოს მერის ინიცატივითა და მხარდაჭერით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი საავტომობილო გზის გაყვანის სამუშაოები დაიწყო. ამ დროისთვის გზის მოწყობის პირველი ეტაპი დასრულებულია. მიმდინარეობს რთული მონაკვეთების ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები, რის შემდეგაც გაიწმინდება ტერიტორია და შესაძლებელი გახდება ავტომობილით გადაადგილება.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ მოინახულა. ოჯახს მიულოცა ახალი საავტომობილო გზა და სამომავლოდ აღნიშნულ ტერიტორიაზე ბეტონის საფარის დაგებას დაპირდა.