გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კარლო კოპალიანი: ცაგერში მოკლული პოლიციელები ოჯახებით მეგობრობენ, წლებია ერთად მუშაობენ

27-11-2019

კარლო კოპალიანი “აიპრესთან” აცხადებს, რომ გარდაცვლილები წლებია მეგობრობენ და საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ.
დეპუტატი კატეგორიულად გამორიცხავს მომხდარ ფაქტთან პოლიტიკურ მოტივს.

“არავითარი პოლიტიკური, ძალინ დიდი მეგობრები ივყნენ. წლებია ერთად მუშაობენ. ალბათ, რაღაც გაუგებობას მოჰყა ჩხუბი. რა მოხდა არ ვიცით, არც ის ვიცით ნასვამ მდგომარეობაში ხომ არ იყნენ – ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. თუმცა, ფაქტი სახეზეა, ერთმანეთს ესროლეს, არცერთს არ აქვს ჭრილობა არც თავში, არ გულში, მაგრამ ორივე გარდაიცვალა.

ოჯახებით მეგობრობენ, წლებია ერთად მუშაოებენ საშინელი ამბავი მოხდა.
ვიღაცეებს უნდათ, ეს პოლიტიკას მიაბან, მაგრამ, ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ. ასეთ თემაზე სპეკულაციები არ შეიძლება.
მესაე პირი შემთვევით გამვლელია, რომელმაც ამათი ჩხუბი ნახა და იფიქრა გავაშველებო. ბრმა ტყვია მოხვდა ბარძაყში.
ერთ-ერთი გარდაცვლილი ჩემი ძმის შვილის მეუღლეა. ორივეს მცირეწლოვანი შვილები დარჩა”, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.

პროკურატურამ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს.

ipress