გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ბიძინა ივანიშვილი: პატრიოტიზმი საამაყო არასდროს არ უნდა იყოს, თუმცა დღეს ისე დაკნინებულია ეს ცნება, რომ შეიძლება საამაყოც გახდეს

27-11-2019

"რა თქმა უნდა, სამშობლოს სიყვარული მაქვს და ამით სულ არ ვტრაბახობ. ეს ყველაზე მარტივია, რადგან მხეცებსაც კი აქვთ გრძნობა, სადაც იბადებიან, ბუნაგის გვერდით და ირგვლივ ბილიკებზე სხვას არ უშვებენ. პატრიოტიზმი საამაყო არასდროს არ უნდა იყოს, თუმცა, დღეს ისე დაკნინებულია ეს ცნება, რომ შეიძლება საამაყოც გახდეს"-ეს განცხადება პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა.

მისივე თქმით, ქვეყნის სამართავად რომ მოდიხარ და სახელმწიფოებრიობას იჩემებ, თუ სამშობლო არ გიყვარს არაფერი არ გამოვა.

"და არც გამოუვიდათ და მე მგონი ამის საფუძველი სწორედ ეს იყო.

გახსოვთ, როცა გიგა ლორთქიფანიძემ შეკითხვა დაუსვა ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, რომელიც მაშინ თავისი შემოქმედების პიკში იყო. გახსოვთ, რომ არ იყო მაშინ სააკაშვილი დაკნინებული და მაშინ ლორთქიფანიძემ თქვა, ერთადერთი კითხვა მაქვს ჩვენს პრეზიდენტთან - "უყვარს თუ არა მას თავისი ქვეყანაო?"

მე მგონი აქ არის ჩადებული ძალიან დიდი პრობლემა. მე არ ვიჩემებ, რომ ეს ძალიან ძვირფასია, სამშობლო ყველას უნდა უყვარდეს და არ მგონია, რომ სხვაზე მაღლა, ნებისმიერ მოქალაქეზე მაღლა ვდგავარ იმით, რომ ჩემი ქვეყანა მიყვარს და ჩემი სამშობლო მიყვარს.

ამათ რომ ხედავ, ზოგჯერ გგონია, რომ ცდილობენ როგორ დააზიანონ, ოღონდ როგორმე ავნონ ქვეყანას"-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.