გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

აბასთუმანში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს მუნიციპალიტეტის მერია დაეხმარება

28-11-2019

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტომასალა, რომელშიც ავადმყოფი ქალისა და მისი ოჯახის მძიმე ცხოვრების კადრებია იყო აღწერილი.

ფოტოებს სალომე მაჭუტაძე ავრცელებდა და საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებდა. ამბობდა, რომ ავადმყოფ ქალს მისი მეუღლე მძიმე პირობებში უვლიდა.

ფაქტით ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი, ზაქარია ენდელაძე დაინტერესდა. დღეს ის აბასთუმანში გაჭირვებულ ოჯახს ესტუმრა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ ოჯახს საკვები პროდუქტები, ჰიგიენური ნივთები და შეშა მიუტანა. ოჯახის მდგომარეობა შეისწავლა და დაჰპირდა, რომ ერთი წლის განმავლობაში, ყველა კომუნალურ გადასახადს სრულად გადაუხდის.

ოჯახს მერია მედიკამენტებითა და ჰიგიენური საშუალებებითაც უზრუნველყოფს.

ადიგენის მუნიციპალიტეტი მზადაა, პაციენტის მდგომარეობის შესასწავლად, მედიკოსები სახლში გაგზავნოს.

რაც შეეხება დალის მეუღლეს, მერიაში სპეციალურ შტატს დაუშვებენ და მას კეთილმოწყობის სამსახურში დაასაქმებენ.

ზაქარია ენდელაძემ სალომე მაჭუტაძეს, მაღალი მოქალაქეობრივი ინტერესის გამოჩენისათვის, მადლობა გადაუხადა.

"კვირა"