გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარაში თამბაქოს მწარმოებელი ფერმერები თუთუნის რეალიზებას აქციზისა და შეფუთვის გარეშე შეძლებენ

29-11-2019

დღეიდან თამბაქოს მწარმოებელი ფერმერები თუთუნის რეალიზაციას აქციზისა და შეფუთვის გარეშე შეძლებენ, – ამის შესახებ მთავრობის თავნმჯდომარემ დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა.

“თამბაქოსთან დაკავშირებით მიღებულმა რეგულაციებმა შესაბამისი გავლენა იქონია მაღალმთიან აჭარაში თამბაქოს მწარმოებლებზე, ფერმერებზე. ამიტომ, გუშინ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად დადგინდა, რომ ფერმერები აქციზისა და დაფასოების გარეშე შეძლებენ თამბაქოს რეალიზებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებას, არ დაიჩაგროს გლეხი და მინდა ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო საქართველოს ფინანსთა მინისტრს და საქართველოს პრემიერ მინისტრს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, რომ აჭარაში, თამბაქოს რეალიზაციით დაკავებული ხულოს, შუახევისა და ქედის მოსახლეობა რეგულაციების გამკაცრებას პერმანენტულად აპროტესტებდა. აქციის მონაწილეები ამბობედნენ, რომ 1 კილოგრამ წარმოებულ ნედლეულზე აქციზის გადასახადი 60 ლარია, რისი გადახდაც მათთვის შეუძლებელია

"კვირა"