გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პარლამენტის ყოფილ შენობაში დაკონსერვების სამუშაოები დაიწყო

29-11-2019

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში დაკონსერვების სამუშაოები დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, შენობაში ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობენ და იქ არსებულ ინვენტარს აღწერენ. აღწერის დასრულების შემდეგ მონაცემებს ეკონომიკის სამინისტროს გადასცემენ. სამინისტრო კი შენობას დაკონსერვებულად გამოაცხადებს.

შენობაში ადგილზე დასაქმებულების გარდა არავის უშვებენ. სამეურნეო აპარატში დასაქმებულებს მედიასთან ღიად საუბარი არ სურთ.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნების შემდეგ ხელისუფლებამ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰაბის განთავსება დააანონსა.

 

"ნიუპრესი"