გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ლეთეთში გარეგანათების ნათურებს დააყენებენ

29-11-2019

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეთეთში გარეგანათების ნათურებს დააყენებენ. ამის შესახებ ტენდერი ქარელის მერიამ მეორედ გამოაცხადა.

სოფელი, რომელიც ქარელიდან სულ რაღაც 2 კმ-ითაა დაშორებული, 

საკმაოდ მძიმე პირობებში ცხოვრობს.

ამ სოფლიდან რეპორტაჟი ჯერ კიდევ 2018 წელს მოვამზადეთ. სოფელში არ არის სკოლა, საბავშვო ბაღი, მოუწესრიგებელი იყო შიდა გზები.

მერიის ცნობით, ლეთეთში სულ 90-მდე ეკონათურა დამონტაჟდება.

"შიდა ქართლი"