29-11-2019
სასწავლებელი ფოთის ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის ყოფილ შენობაში განთავსდება, რომელიც დღეს გაძარცვული და დაგნრეულია. 1938 წელს ამპირის სტილში აგებული, ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაციისთვის საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 6 მილიონამდე ლარი გამოიყო.
საპროექტო სამუშაოები დასრულებულია და უახლოეს დღეებში მშენებლობაზე სატენდერო პროცედურები დაიწყება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, საზღვაო სასწავლებელი 1 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი. სასწავლებელში 250-მდე პროფესორ-მასწავლებელი და ადმინისტრაციული პერსონალი დასაქმდება.
„აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რომელიც 30-იან წლებში ცნობილმა აქრიტერქორმა ილია ლაღიძემ ააშენა. შენობაშიპროფილური სასწავლებელი იყო განთავსებული“, – თქვა ალექსანდრე მოწერელიამ.
სასწავლებელი საწყის ეტაპზე მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე იქნება ორიენტირებული – საუბარია როგორც მეზღვაურის პროფესიაზე, ასევე საპორტო პროფესიებზე.
გუბერნატორის შეფასებით, სასწავლებელი ფოთს ახალ დატვირთვას შესძენს და ხელს შეუწყობს, ქალაქში ახალგაზრდა თაობის დარჩენას, შემდეგ მათ ადგილზე დასაქმებას.