გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ჩოხატაურში ლიბერთი ბანკის ბანკომატი გატეხეს

29-11-2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ კოხნარის საზოგადოებრივ ცენტრში ლიბერთი ბანკის ბანკომატი გატეხეს. ადგილობრივების ინფორმაციით,  შემთხვევა დილით მოხდა.

“ამჟამად პოლიცია მუშაობს და არკვევს რა თანხაზეა საუბარი. კამერებიდან ამოიღეს მასალა, ორი ადამიანი იყოო ამბობენ . სავარაუდოდ, დილის 06:30 საათზე მოხდა შემთხვევა. როგორც ჩანს, გატეხვის შემდეგ თანხის ამოღება ვერ შეძლეს და წავიდნენ. ადგილზე ქლორია მოსხმული, ალბათ კვალის დასაფარად“,- უთხრა “რეგიონულ კვირას” ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, ბანკომატიდან თანხა წაღებული არ არის. საქმე ბანკომატის დაზიანების გამო, სისხლის სამართლის მე-19 და 177-ე მუხლებით აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება.

"კვირა"