გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

აჭარაში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები 15 000 ლარს მიიღებენ

29-11-2019

აჭარის სტიქიის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მოქმედების წესში ცვლილება შევიდა. ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, 10 000 ლარის ნაცვლად 15 000 ლარით დააკმაყოფილებს.

ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარაში მოქმედებს სტიქიის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისია, რომლის მოქმედების წესში ცვლილება შევიდა. ცვლილება ეხება ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს. ჩვენ მაქსიმალურ თანხას, ერთ ბენეფიციარზე, გავცემდით 10 000 ლარს. მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ, თუ სრულად იქნება განადგურებული სახლი და ასევე ქონება, ასეთი ოჯახები უკვე 15 000 ლარით დაკმაყოფილდებიან“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

kvira