გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შოთა გულბანი: სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გაყინული და უმოქმედო ობიექტების კერძო საკუთრებაში გადასვლას ბევრი დადებითი ფაქტორი ახლავს

29-11-2019

„სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გაყინული და უმოქმედო ობიექტების კერძო საკუთრებაში გადასვლას ბევრი დადებითი ფაქტორი ახლავს“, - ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მან აღნიშნა, გიორგი გახარიას განცხადება იყო საყურადღებო, მაგრამ რომელი მედია ჩაეძია და დაინტერესდა იმით რაც პრემიერმა თქვა? – 5.7%-იანი ზრდა გვქონდა ოქტომბერში და სანამ ნაცებს ხულიგნობა გონიათ პოლიტიკის კეთება, ქვეყნისთვის მართლა მნიშვნელოვან თემებზე ასეთი სიტუაცია გვაქვს.

„მთავრობის წამოწყებას პრივატიზაციასთან დაკავშირებით რეალურად მნიშვნელოვანი ეკონომიკური საფუძველი აქვს. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გაყინული და უმოქმედო ობიექტების კერძო საკუთრებაში გადასვლას ბევრი დადებითი ფაქტორი ახლავს თან. მათ შორის პრიორიტეტულად რამდენიმე მათგანი შეიძლება გამოვყოთ:

გაზრდილი ეფექტურობა - კერძო მესაკუთრის მფლობელობაში არსებული საწარმო ან რაიმე სხვა ობიექტი უფრო ეფექტურად იმართება, კერძო მესაკუთრე გაცილებით მეტად არის დაინტერესებული მის საკუთრებაში არსებული აქტივის ფასი გაზარდოს, შეამციროს დანახარჯები, მოიზიდოს კაპიტალი განვითარებისთვის, უფრო ეფექტურად ჩაატრიალოს ეკონომიკაში რესურსები ვიდრე ამას სახელმწიფო მოხელე აკეთებდა მანამდე, რომელსაც პირადი დაინტერესება არ ქონდა ამ ობიექტტთან მიმართებით.

გრძელვადიანი ხედვა - სამწუხაროდ მთავრობები ხშირად არჩევნებიდან არჩევნებამდე ხედავენ ეკონომიკურ პოლიტიკას და შესბამისად სახელმწიფოს ბალანსზე არსებული აქტივების რაიმე ფორმით უტილიზაცია და ეკონომიკაში ჩართვა ნაკლებად ან საერთოდ არ ხდება, რასაც ვერ ვიტყვით კერძო მესაკუთრეზე. ნებისმიერი გონიერი მეწარმე მისი საწარმოს განვითარებას ხედავს გრძელვადიან პერიოდში, რაც მეტ სტაბილურობას და მეტ გარანტიებს განაპირობებს განვითარებისთვის.

გაზრდილი კონკურენცია - მთავრობა ცხადია სხვადასხვა ინდუსტრიებში ფლობს აქტივებს და ზარალიან სახელმწიფო საწარმოებს. მათი განკერძოებით და კერძო სექტორის დაინტერესებით კონკურენცია სწრაფად გაიზარდება, რაც შესაბამისად ეკონომიკურ ზრდაზე აისახება სწრაფად.

სხვათაშორის სწორედ ეკონომიკურ ზრდაზე დღევანდელი ღონისძიების შემდეგ გიორგი გახარიას განცხადება იყო საყურადღებო, მაგრამ რომელიმე მედია ჩაეძია და დაინტერესდა იმით რაც პრემიერმა თქვა? – 5.7%-იანი ზრდა გვქონდა ოქტომბერში და სანამ ნაცებს ხულიგნობა გონიათ პოლიტიკის კეთება, ქვეყნისთვის მართლა მნიშვნელოვან თემებზე ასეთი სიტუაცია გვაქვსო. როდის დაიწყებს მედია იმ საკითხების აქცენტირებას, რაც მართლა ეხება ხალხის მომავალს და კეთილდღეობას? იქნებ მოიტყუა პრემიერმა, თუ არ მოიტყუა და ნამდვილად ასეთი ზრდაა - როგორ მოხდა და რას ნიშნავს ეს?“, - წერს ექსპერტი.

ინფორმაციისთვის, საქსტატმა 2019 წლის ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით გასული თვის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.7%-ით გაიზარდა. 2019 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 5.1%-ით განისაზღვრა.