გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გურამ ნიკოლაშვილი: საზღვარგარეთ ლეგალური სამუშაო მოქალაქეებს საშუალებას აძლევს არ მოწყდნენ სამშობლოს

29-11-2019

„მთავრობას მოუწევს მეტი მუშაობა, რათა მოქალაქეებს აუხსნას, რომ საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმება კი არ ზრდის ქვეყნიდან მიგრაციას, არამედ პირიქით, სპობს მიგრაციის საფუძვლებს“ - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“.

როგორც გურამ ნიკოლაშვილმა აღნიშნა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას დასაქმების შესახებ, სადაც იგი საუბრობდა მუშახელის პროფესიულ გადამზადებასა და საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრები ემიგრანტებისთვის ლეგალური მუშაობის საფუძვლის უზრუნველყოფაზე, მისმა ოპონენტებმა მყისიერად ნეგატიური კონოტაცია მიანიჭეს.

მისივე თქმით, ოპონენტებს დაავიწყდათ, რა ზარზეიმით აღინიშნა რამდენიმე წლის წინ ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერა. დაავიწყდათ ისიც, რომ ხელშეკრულება ქართული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე შეტანასთან ერთად გულისხმობს სერვისის შეტანასაც და რაც მთავარია მუშა-ხელის წვდომას ევროკავშირის შრომით ბაზარზე.

„ბიძინა ივანიშვილის განცხადება სწორედ აღნიშნული ისტორიული ხელშეკრულების რეალურ განხორციელებას ეხებოდა და ამასთანავე ითვალისწინებდა საქართველოდან გასული ემიგრანტების არალეგალურად მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებასაც. ლეგალური სამუშაო მოქალაქეებს საშუალებას აძლევს არ მოწყდნენ სამშობლოს და შემოსავლის მიღება არ იყოს დაკავშირებული ქვეყნიდან მტკივნეულ გადახვეწასთან.

თავისუფალი უვიზო მიმოსვლა, დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა, პროფესიული უნარ-ჩვევების ზრდა არის ის გზა, რაც საქართველოს რეალურად აძლევს ევროპასთან ინტეგრაციის საშუალებას, ქვეყანას ხდის ევროპული სივრცის განუყოფელ ნაწილად და ჩვენს ცხოვრებაში შემოაქვს ის შრომითი და საცხოვრებელი სტანდარტები, რაც საქართველოს მოქალაქეს თანამედროვე რთულ გარემოში კონკურენტუნარიანს ხდის“ - ამბობს გურამ ნიკოლაშვილი.

ამასთან, ნიკოლაშვილმა ისაუბრა ეკონომიკის სამინისტროს მიერ პრემიერმინისტრის დავალებით დღეს დაწყებულ პრივატიზაციის დიდ ტალღაზე, რომელიც ითვალისწინებს აუქციონზე 100 საპრივატიზაციო ობიექტის გატანას.

მისი თქმით, პრივატიზაციის ეს ტალღა განსაკუთრებულია იმით, რომ გასაყიდი ობიექტები მომზადებულია პორტფელურად, რაც გულისხმობს ობიექტების ღირებულების შეფასებას მათი განვითარებისა და გამოყენების შესახებ რეკომენდაციებთან ერთად.

„ობიექტები მომზადებულია ისეთ დონეზე, რომ ინვესტორს აარიდოს თავიდან მოსამზადებელი სამუშაოები და გაუადვილოს ინვესტირების დაწყება. პრივატიზაციის მეშვეობით, მთავრობა მიზნად ისახავს ეკონომიკურ აქტივობაში ჩართოს სახელმწიფოს ხელში არსებული მატერიალური აქტივები, რამაც პირველ რიგში სამუშაო ადგილების შექმნა უნდა განაპირობოს. გარდა იმისა, რომ აუქციონის პირველი ეტაპის ჯამური სასტარტო ღირებულება 150 მილიონი ლარია, რითაც ქვეყნის ბიუჯეტი შეივსება, 200 მილიონ ლარს გაუტოლდება ობიექტებში ჩასადები ჯამური ინვესტიციაც. პრივატიზებისა და ინვესტირების ამ ტალღამ სამინისტროს გათვლებით მინიმუმ 2500 სამუშაო ადგილი უნდა შექმნას“ - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

ვიდეოს ბმული: https://www.imedi.ge/ge/video/45301/dgis-qronika--29-noemberi-2019-tseli