კვირა, აპრილი 13, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
მერაბ ქვარაია: საქართველოს პოლიცია დღეს ემსახურება ხალხს და რა გასაკვირია, რომ პოლიცია, რომელიც არ ემორჩილება სააკაშვილს, მისთვის ამორალურია

29-11-2019

საქართველოს პოლიცია ერთნაირად ღირსეულია ყველგან, დედაქალაქშიც და რეგიონებშიც, რაც ყველაზე მთავარია, პოლიცია დღეს ემსახურება ხალხს, წესრიგს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, წარმატებულ მომავალს და ამას ხედავს საზოგადოება”,- ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია სოციალურ ქსელში წერს და მიხეილ სააკაშვილს ეხმიანება, რომელმაც განაცხადა რომ რეგიონებში პოლიციას მორალი არ აქვს.

,,საქართველოს პოლიცია ერთნაირად ღირსეულია ყველგან, დედაქალაქშიც და რეგიონებშიც, რაც ყველაზე მთავარია, პოლიცია დღეს ემსახურება ხალხს, წესრიგს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, წარმატებულ მომავალს და ამას ხედავს საზოგადოება. სააკაშვილის მოდელირებული ხილვები მხოლოდ ირონიულ ღიმილს იმსახურებს და რა გასაკვირია, რომ პოლიცია, რომელიც არ ემორჩილება სააკაშვილს და არ აძლევს მას საკუთარი გეგმების განხორციელების უფლებას , მისთვის ამორალური და მიუღებელი იქნება. ამიტომაც დაიწყო მისი და ოპოზიციის ლიდერების ორკესტრირებული შეტევა პოლიციაზე”,- წერს მერაბ ქვარაია.