გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას შეგვიძლია შევთავაზოთ, დარჩნენ ქუჩაში

30-11-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციასთან დიალოგთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებმა საერთაშორისო პარტნიორების ინტერესს გაუწიეს ანგარიში.

როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიების წევრებისთვის არაფრის შეთავაზებას არ აპირებენ.

„ჩვენ ანგარიშს ვუწევთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც გამოთქვეს ინტერესი, რომ შემდგარიყო შეხვედრა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით. ალბათ გერმანული მოდელი იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა დღევანდელი შეხვედრის, მათ კიდევ ერთელ წარვუდგენთ ჩვენს ძალიან სამართლებრვი, მყარ არგუმენტებს.

ჩვენ არაფრის შეთავაზების ინტერესი არ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მაგალითად დარჩნენ ქუჩაში. პოლიტიკურად ჩვენ ეს უფრო მეტად გვაწყობს, თუ ისინი ქუჩაში დარჩებიან, რადგან ისინი განიცდიან ყოველდღიურ რეგრესს ამ შემთხვევაში, ამიტომ შეთავაზება მათ უნდა გააკეთონ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგელები ეღთმანეთს ხდვებიან. შეხვედრა დეიპლომატიური კორპუსის ინიციატივით დაიგეგმა. საუბრის ერთ-ერთი თემა საარჩვნო სისტემა იქნება. 

შეგახსენებთ, პარლამენტმა 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რასაც ქუჩაში ოპოზიციის მხრიდან აქციები მოჰყვა. ოპოზიციის მოთხოვნაა, 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემა შეიცვალოს. მათ შესაბამისი კანონპროექტიც მოამზადეს. 

pia