გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

პოლიციამ მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 2 პირი

30-11-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი - წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1962 წელს დაბადებული კ.ხ. და 1979 წელს დაბადებული მ. ჰ. დააკავეს.

მათ ბრალი, ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ქურდობაში ედებათ.
დანაშაული 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულში, სხვადასხვა დროს, 4 საცხოვრებელი სახლი გაქურდეს.

პოლიციამ მოპარული ნივთების დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულმა კ.ხ. - მ მარნეულში კიდევ 3 სახლი გაქურდა.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში არაერთგზის უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ „ბ“ ,,გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.