გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ყარათუბანში ხანძრის შედეგად ორი სახლი დაიწვა

1-12-2019

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათუბანში ორი საცხოვებელი სახლი დაიწვა. ხანძარი გამთენიისას გაჩნდა. ცეცხლი ერთი სახლიდან გვერდით, მეორე სახლზე გადავიდა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე სახლი სრულად დაიწვა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანძარი სახურავზე სადენებს გაუჩნდა. იმ სახლიდან, სადაც ცეცხლი პირველად გაჩნდა, ახალგაზრდა ბიჭი გამოიყვანეს.

სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი ამბობს, რომ მეორე სახლში დიდიხანია არავინ ცხოვრობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ადგილზე ექვსი ბრიგადა მუშაობდა. იყო საშიშროება, ცეცხლი მესამე სახლზე გავრცელებულიყო, თუმცა ხანძრის ლოკალიზება 35-მდე მეხანძრე-მაშველმა დროულად შეძლო.

"კვირა"