გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ოზურგეთში მცხოვრებ ოჯახს ძლიერი წვიმისგან პრობლემები შეექმნა - ძირკვაძეების სახლს კედელი ჩამოენგრა

2-12-2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიალურში მცხოვრები ძირკვაძეების ოჯახს, წუხელ ღამით ძლიერი წვიმისგან პრობლემები შეექმნა.

სახლს კედელი ჩამოენგრა, რის გამოც სახლში ცხოვრება შეუძლებელია. ოჯახმა მეზობლებს შეაფარა თავი.

ადგილზე გუშინვე იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ოჯახს მერია უახლოეს დღეებში სამშენებლო მასალებით დაეხმარება.

რუსთავი2