გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საოკუპაციო რეჟიმმა ქართველი პაციენტებისთვის ე.წ. გამშვები პუნქტი გახსნა

2-12-2019

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებს მკურნალობის მიზნით ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ნება დართო.

შესაბამისი დადგენილება ცხინვალის ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საგუშაგო "რაზდახანის" გავლით გადაადგილების უფლება მიეცემა იმ პაციენტებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის გარდა არ ფლობენ რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობებს და ამავდროულად გადაუდებელ, მაღალტექნოლოგიურ მკურნალობას საჭიროებენ.  

დადგენილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე შეიქმნება პირობები, რათა მათ კუთვნილი პენსიის მიღება შეძლონ. 

საოკუპაციო ძალებმა ახალგორში ე.წ. გამშვები პუნქტი რამდენიმე თვის წინ ჩაკეტეს, რამაც რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. 


pia