გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირში საბავშო ბაღი გაიხსნა

2-12-2019

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, რწმუნებულის მოადგილეებმა, შოთა როსტიაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ლიპარტიამ და ადილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირში ახალი საბავშო ბაღი გახსნეს.

20 წლის შემდეგ, სოფელ დვირში დღეს ახალი საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა. უკვე წლებია ადგილობრივ მოსახლეობას ბავშვების ტარება ქალაქის ბაღებში უწევდათ. დღეს კი ისინი ახლადაშენებული და ყველაზე თანამედროვე ბაღით ისარგებლებენ.

ახალი საბავშვო ბაღი უახლეს სტანდარტებს შეესაბამება და ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი. აღსანიშნავია, რომ ბაღი 3 სოფლის დვირის, ქვაბისხევისა და ჩითახევის მოსახლეობას მოემსახურება.

დვირის საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღში მომუშავეთა უმრავლესობას ადგილობრივები შეადგენენ. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 709 497 ლარით დაფინანსდა.