კვირა, აპრილი 06, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
,,თბილი თათები" - სურამის მეორე სკოლის მოსწავლეებმა ახალი კამპანია დაიწყეს

3-12-2019

სურამის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიუსაფარი ძაღლებისთვის პატარა სახლების მშენებლობა გადაწყვიტეს. ამისათვის, მათ სოციალურ ქსელში ახალი კამპანია ,,თბილი თათები" წამოიწყეს.

კამპანიის ფარგლებში, მოსწაველეები მოსახლეობისგან მიიღებენ ყველა იმ საჭირო ნივთს (ლურსმანი, ფიცარი და ა.შ.), რაც მცირე ზომის სახლების ასაშენებლადაა საჭირო.

,,მოდის ცივი ზამთარი. ჩვენ ოთხფეხა მეგობრებს სიცივეში ყოფნა ემუქრებათ, რადგან მათ არ გააჩნიათ თბილი სახლი. ჩვენი 

მიზანია სურამში ქუჩის ძაღლებს ავუშენოთ პატარა სახლები, რომ თბილად გაატარონ ცივი დღეები. ჩვენი დიდი თხოვნაა რითიც შეძლებთ დაეხმაროთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ! არ აქვს მნიშვნელობა, რითი დაეხმარებით მათ, თუ გექნებათ ძველი ფიცრები, რაიმე მასალა..." - აღნიშნავენ ისინი.

"შიდა ქართლი"