გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

წყალტუბოში სასუნთქი გზების გამაჯანსაღებელი მღვიმე გაიხსნება

25-01-2018

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე საწურბლიას მღვიმეში კავკასიაში პირველი სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე მოეწყობა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მღვიმეში სასუნთქი გზების პრობლემების მქონე ადამიანები გამაჯანსაღებელ პროცედურებს ჩაიტარებენ.

მღვიმის ბუნებრივი სამკურნალო თვისებები ქართველმა და ჩეხმა სპეციალისტებმა შეისწავლეს. გამაჯანსაღებელი მღვიმე პირველ ვიზიტორებს მიმდინარე წლის გაზაფხულზე მიიღებს.

„ადგილზე უკვე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი და დამონტაჟდა განათების სისტემა. მღვიმე ორ – აქტიურ და პასიურ მღვიმედ გაიყო. აქტიურ ზონაში სათამაშო მოედნის მოწყობა იგეგმება, პასიურ ზონაში კი შეზლონგები განთავსდება“, – აცხადებენ სამინისტროში.

პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 647 000 ლარით დაფინანსდა.

საწურბლიას მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში, პრომეთეს მღვიმიდან 2 კილომეტრში მდებარეობს.

reginfo.ge