3-12-2019
მცხეთიდან, ისევ უკავშირდებიან "ალიას" მოქალაქეები:
"მოვისმინეთ, მცხეთის მერის სამარცხვინო ინტერვიუ, დამლაგებელი ხომ არა ვარ, რომ ვიცოდე, შენობაში კვერცხი შემოიტანეს, თუ რა შემოიტანესო და ზუსტადაც, მერმა უნდა იცოდეს, რა შეაქვთ მერიაში, დამლაგებელი რა შუაშია? იქნება და ბომბი შემოიტანეს და დაგიდეს, არ უნდა იცოდე, დაცვამ რა გამოატარა? თუ დაცვა არ ჰყავთ?
არადა, რაც მთავარია, იმაზე არავინ ლაპარაკობს, ხუნდაძე იმ შენობაში ზის უკანონოდ
ვინაიდან საქ. პარლამენტი 2013 წლიდან ყოველთვიურად უხდის მაჟორიტარებს 5000 ლარს ხარჯებისათვის რითაც ოფისის ქირა და კომუნალურის ხარჯები უნდა გადაიხადონ.
არცერთი თეთრი არ გადაუხდია არასდროს 2013 წლიდან მოყოლებული ხუნდაძეს დღემდე და სახელმწიფოსგან ფულს იღებს, რომ სახელმწიფოს ხარჯზე იცხოვრობს? სად მიდის მაშინ, სახელმწიფოსგან გადახდილი ფული? ჯიბეში იდებს?
მცხეთის მერმა ის გაარკვიოს ხუნდაძე რატომ არ უხდის ოფისის ქირას და დაცვა მოხსნას, თუ არ იციან, რა შეაქვთ მერიაში - დამლაგებლების ხსენებას თავი დაანებოს!
მცხეთის მოსახლეობის უმეტესობას დამლაგებლის სამუშაიც სანატრელი გვაქვს"