გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

არჩილ თალაკვაძე: მზად ვართ ოპოზიციის წინადადებები მოვისმინოთ

8-12-2019

მზად ვართ ოპოზიციის წინადადებები მოვისმინოთ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, დღევანდელი მოცემულობით შერეულ მოდელში ნახევარი, საპარლამენტო მანდატების პროპორციული წესით დაკომპლექტდება, ხოლო მეორე ნახევარი მაჟორიტარული წესით.
“დღევანდელი მოცემულობით შერეულ მოდელში ნახევარი საპარლამენტო მანდატების დაკომპლექტდება პროპორციული წესით, ხოლო მეორე ნახევარი მაჟორიტარული წესით და სწორედ ამ მეორე ნახევართან დაკავშირებით გვექნება ჩვენ დღეს განხილვა. როგორც იცით, დაწყებული იყო სამუშაო ისედაც საარჩევნო კანონმდებლობაში. ჩვენ მზად ვარ ოპოზიციის წინადადებები მოვისმინოთ.

შეხვედრის დაწყებამდე მე დეტალებს ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ეს შეხვედრა სწორედ იმისთვის არის, რომ ჯერ მოვისმინოთ ეს დეტალები, რა შემოთავაზება აქვს ოპოზიციას. შემდეგ უკვე ჩვენ გვექნება ჩვენი პასუხი და არგუმენტები. თუ საჭიროა ავიღებთ მეტ დროს, თუ იქნება კონკრეტული შემოთავაზებები, მოვემზადოთ და კონკრეტული პასუხებით მოვიდეთ შემდეგ შეხვედრაზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არის უკვე ნიშნები, რომ ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს. დიალოგი ამისთვის ნამდვილად კარგია. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მივესალმები საუბარს ჩვენს პოლიტიკურ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და ეს ფორმატიც, სადაც საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე ჩვენი პარტნიორები არიან წარმოდგენილი, ვფიქრობ, რომ არის ამისათვის ოპტიმალური ფორმატი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით დღეს მორიგ შეხვედრას მართავენ.

kvira