გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

რა ბრალს სდებს დაკავებული ბერის ოჯახი “მთავარის” ჟურნალისტს – მხარეთა პოზიციები

8-12-2019

ტელეკომპანია “მთავარის” სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს კორესპონდენტს, ემა გოგოხიას ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის, გიგა ქავთარაძის ოჯახის წევრები და ახლობლები ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებაში ადანაშაულებენ.
ბერ-მონაზონ გიგა ქავთარაძის ოჯახის ახლობელი გელა ფარცვანია „რეგიონულ კვირასთან“ სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ მომხდარი ინციდენტის მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერის ახლობლების გაღიზიანება ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულმა ინფორმაციამ გამოიწვია. რამაც, მისივე განცხადებით, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, რადგან არხმა საზოგადოებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

„არავის არ ჰქონდა პრეტენზია -არ გააშუქოთ, არავინ გარბოდა. არამედ გაეშუქებინა ის რაც იყო რეალურად, ამაზე იყო აგრესია რადგან მიაწოდეს ცრი ინფორმაცია საზოგადოებას“,- განაცხადა გელა ფარცვანიამ.

აღნიშნულ ბრალდებას უპასუხა ჟურნალისტმა. ემა გოგოხია “რეგიონულ კვირასთან” განმარტავს, რომ ტელეკომპანიის ეთერში გასული 12 საათიან საინფორმაციოში გამოშვებაში გასული ცრუ ინფორმაცია 3-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გამოსწორდა.
„რას გულისხმობენ ისინი ცრუ იფორმაციაში მე არვიცი, ეს უფრო აგრესიას გავდა და ორგანიზებულად თავდასხმას. თუ საუბარია იმაზე, რომ სახლის ჩხრეკა მოხდა და მანქანის ჩხრეკა მოხდა, საიდანაც ამოიღეს ეს ნარკოტიკი, და იმ მანქანაში იჯდა ბერი ესეც გასწორებული იყო სამ საათიანში“, – განაცხადა  ემა გოგოხიამ.

ემა გოგოხია გამოძიებას და საქმის სამართლებრივ მსვლელობას ითხოვს. მან ზუგდიდის პოლიციაში საჩივარი წუხელ გვიან ღამით შეიტანა, სადაც მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდა.

როგორც შსს-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 151-ე უქარისა და 154-ე ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ბერს გიგა ქავთარაძეს ზუგდ
იდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ მიუსაჯა.

kvira