გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია

26-01-2018

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 118-ე კმ-ზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

 

 შეგახსენეთ, რომ გუშინ ღამით, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე ჩამოვიდა დიდი მოცულობის კლდის მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ  მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

 

 მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, მობილიზებული იყო ყველა საჭირო  მძიმე ტექნიკა. გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა.