ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
გამყოფ ხაზთან დაკავებული 4 პირიდან მოზარდი გაათავისუფლეს

10-12-2019

კასპის მუნიციპელიტში, გამყოფ ხაზთან დაკავებულ 3 პირს სავარაუდოდ დღეს გაათავისუფლებენ. მეოთხე პირი, 14-წლის მოზარდი კი, გუშინვე გაათავისუფლეს. დაკავებულები არიან კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლამისყანაში და ბოჟამში მცხოვრები ადამიანები.

ამის შესახებ qartli.ge-ს ადგილობრივებმა განუცხადეს.

დაკავებულები არიან სოფელ ბოჟამის მცხოვრები ემზარ და მერაბ გამხიტაშვილი, ამავე სოფლის მკვიდრი 14-წლის მოზარდი ავთანთილ გამხიტაშვილი გაათავისუფლეს. რაც შეეხება ლამისყანის მკვიდრს ემზარ ზარიძეს, მისი 

ახლობლების განცხადებით, ჯარიმა უკვე გადაიხადეს, თუმცა ჯერ არ გაუთავისუფლებიათ.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მოქალაქეები საოკუპაციო გამყოფ ხაზთან არსებულ ტყის მასივში შეშას ამზადებდნენ, რა დროსაც ისინი დააკავეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ დაკავების ფაქტი 7 დეკემბერს მოხდა.

"შიდა ქართლი"